პროკურორი - თუ ნიკა მელიას ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ბრალდებულის უფლებები დაირღვა, შესაბამისი სამართლებრივი გზები არსებობს, რომელიც ჩვენზე კარგად მოეხსენება დაცვის მხარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ადვოკატების შუამდგომლობა მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე რეაგირების მოხდენასთან დაკავშირებით, სამართლებრივ წესებს არ აკმაყოფილებდა. გულუაშვილის განმარტებითვე, აღნიშნული შუამდგომლობა ვერ იქნებოდა განხილული იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დღეს მიმდინარეობდა.

გულუაშვილის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას ნიკა მელიას საქმეზე 100 მოწმე ჰყავს დასაკითხი.

„დაახლოებით, 100-მდე მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი, რომლებიც სასამართლოში დაკითხვისას ისაუბრებენ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა ნიკანორ მელიას მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტისათვის.

დაცვის მხარემ კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებები წარმოადგინა, განცხადებების შინაარსიდან რამდენადაც ჩვენ მივხვდით, ეს ეხებოდა ამნისტიის კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების შეხედულებებს. მტკიცებულებები, რომელიც მხარეთა მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი, უნდა ეხებოდეს უშუალოდ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს, ის შეფასებები, რაც შეიძლება საჯარო სივრცეში გაკეთდეს, ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად. ლოგიკური იყო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მხარეებისათვის ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში განხილული უნდა იყოს ისეთი საკითხები, რაც განსახილველ თემას უკავშირდება. ნიკანორ მელიას ინტერესებს საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატები იცავენ და მათ კარგად იციან, რომ თუ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ რაიმე პრეტენზია, რა ფორმით, სად და რა კატეგორიის სასამართლოში უნდა მოხდეს ამ საკითხის დაყენება. ის, რაზეც დღეს ისაუბრეს, სისხლის სამართლის ფარგლებს სცილდება. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ბრალდებულის უფლებების დარღვევა მოხდა, შესაბამისი სამართლებრივი გზები არსებობს, რომელიც ჩვენზე კარგად მოეხსენება დაცვის მხარეს",- განაცხადა გულუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა დღეს სასამართლოს მელიას უდანაშაულობის პრეზუმფცის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა