დაჩი ჭოლაძე პრემიერთან შეხვედრაზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პრეცენდენტი, რაც “პულსარმა” შექმნა დღეს, დიდი სტიმული და მოტივატოროა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაახლოებით იგივე სფეროში, იგივე საქმიანობას ეწევა, - ამის შესახებ, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, დაჩი ჭოლაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დაჩი ჭოლაძის თქმით, „პულსარის“ გუნდმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია.

„შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან. ვისაუბრეთ ჩვენს ისტორიაზე, როგორ მოვიდა “პულსარი” დაარსებიდან ამ წარმატებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პრეცენდენტი, რაც "პულსარმა” შექმნა დღეს, დიდი სტიმული და მოტივატორია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაახლოებით იგივე სფეროში, იგივე საქმიანობას ეწევა. რაღაც მხრივ, „პულსარის“ გუნდმა დაამტკიცა ის, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია და მიგვაჩნია, რომ ძალიან ბევრი კარგი გუნდი არსებობს საქართველოში, რომელსაც შეუძლია არანაკლები და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი აზრები მოისმინეს, თუ როგორ შეიძლება, რომ ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა დაჩი ჭოლაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო