ნათია თურნავა "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად "სინოფარმის" ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა. თურნავამ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"მოვალედ ჩავთვალე თავი, რომ აცრა გამეკეთებინა ტურისტის ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერთან ერთად. ჩემთან ერთად იმყოფება 20-მდე სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი. ვაქცინაციაა ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად აღვადგინოთ, ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ტურიზმი. თავს კარგად ვგრძნობ, "სინოფარმით" ავიცერი. შესანიშნავი ვაქცინაა! მინდა ყველას მოვუწოდო, აიცრან", - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა