პაატა მანჯგალაძე - გააზრებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე

მივმართავ იძულებით გადაადგილებულ ყველა მოქალაქეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებს - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის თქვენი წარმომადგენელი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეალობა შევცვალოთ,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მცხოვრებ 800 000 პენსიონერს უწევს მსოფლიოში ყველაზე მაღალი 36%-იანი სესხის გადახდა და ყოველდღიური არჩევნის გაკეთება ლუკმა-პურსა და წამლებს შორის.

,,ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, მაგრამ განსაკუთრებული თანადგომა მინდა დავუფიქსირო იმ 150 000 ოჯახს, სადაც ყოველდღიურად ბავშვები შიმშილობენ. მე რეგიონიდან ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ახალგაზრდებს ყოველდღიურად უწევთ ფიზიკური შრომა სწავლასთან ერთად ლუკმა-პურის მოპოვებისთვის. მინდა დავუფიქსირო ჩვენი თანადგომა 1 მილიონზე მეტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვართ თქვენი წარმომადგენლები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს უსამართლო რეალობა შევცვალოთ. ჩვენ თანადგომას დავპირდით 800 000 პენსიონერს, რომელსაც უწევს მსოფლიოში ყველაზე მაღალი 36%-იანი სესხი გადახადა და ყოველდღიური არჩევნის გაკეთება ლუკმა-პურსა და წამლებს შორის. მივმართავ იძულებით გადაადგილებულ ყველა მოქალაქეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებს - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის თქვენი წარმომადგენელი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეალობა შევცვალოთ. პარლამენტარის ჩემი დღევანდელი სტატუსი გვაძლევს იმის გარანტიას, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაპირისპირებაზე და კინკლაობაზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი მივმართოთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დავაბრუნოთ ხალხი. ეს არის ჩემი მისია, ამაში ხედავს „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოსავალს და მადლობა ყველას იმისთვის, რომ შანსს გვაძლევთ ამისთვის ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო