ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება

უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდ პასპორტის დოკუმენტი მოქალაქეს, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭდვის სახით ექნება.

„კოვიდ პასპორტი ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ელექტრონული პლატფორმის კოვიდ პასპორტის შემუშავებაში ჩართულია სხვა უწყებებიც. უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება. ეს იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ელექტრონულ მატარებელზეც და ბეჭდვის სახით შეიძლება ვიქონიოთ. ეს იქნება კოვიდთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია", - განაცხადა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა