ირაკლი ზარქუა ოპოზიციას - თქვენ ხომ დაიხსენით სააკაშვილის ტყვეობიდან თავი და რომან გოცირიძეც დაიხსენით, გვჭირდება, აკადემიური კაცია

თქვენს შორის რომ არის ახლა თავისუფალი ადგილი, აი, იქ იქნებიან ცოტა ხანში ჩამწკრივებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდნენ, დაიჭირეს და შემდეგ ევროპული გირაოს „შეხებას იხვეწებოდნენ“.

ამასთანავე, ზარქუას განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას კვლავ აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, როდესაც კეთდება განცხადებები, რომ მათ სტრასბურგში სარჩელი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შეიტანეს, რადგან ეს არის საქმეები საქართველოს წინააღმდეგ.

„ბოლო დღეებია რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება კიდევ შეცდომაში შეიყვანოს და თითქოს სტრასბურგში თურმე სარჩელი შეაქვს უგულავას ცალკე, სააკაშვილს ცალკე და ნიკანორ მელია დაემატა ახლა და საზოგადოებას ცდილობენ შეასაღონ, რომ ეს არის „უგულავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, „სააკაშვილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. სინამდვილეში, საზოგადოებამ რომ იცოდეს, ეს არის დავა „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“. ხომ იცით უგულავა რომელია?! - 48 მილიონი რომ დაუმტკიცეს, რომ მოიპარა. ასევე არის დავა „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ესეც ხომ იცით რომელ თემებზეა?! - მათ შორის, გირგვლიანის მკველელები რომ შეიწყალა, ამ თემაზე აქვს პრეტენზია, მე რა შუაში ვარო, არადა სტრასბურგმა დაადგინა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, სადაც ყველა უწყება იყო ჩართული და არის დავა „ნიკანორ მელია საქართველოს წინააღმდეგ“ - ხალხს ჯერ რომ მოუწოდა შევარდითო და მერე მიაგდო და გვერდზე გადგა, ამ პირებზეა საუბარი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, სტრასბურგში სარჩელი კი არ მიიღეს, არამედ რეგისტრაციაში გაატარა და უბრალოდ ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან თუ კონკრეტულად რა არგუმენტები იყო.

თქვენს შორის რომ არის ახლა თავისუფალი ადგილი, აი, იქ იქნებიან ცოტა ხანში ჩამწკრივებული ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ის ხალხი, რომელიც ამბობდა, ვერ დამიჭერთ და გირაოსაც არ გადავიხდითო, შემდეგ დაიჭირეს და აქეთ მათხოვრობდნენ, რომ, აბა, რამენაირად გირაო შემახეთ ევროპულიო. ამნისტიასაც მოაწერენ და აქ შემოცუნცულდებიან და დასხდებიან თავისუფალ ადგილას“, - განაცხადა ზარქუამ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის მნიშვნელობაზე, ამავე პარტიის წევრის, რომან გოცირიძის პოზიციასაც გამოეხმაურა და ოპოზიციას მიმართა, რომან გოცირიძეც ისევე დაიხსნან მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან, როგორც საკუთარი თავი დაიხსნეს.

„თქვენმა ნაწილმა ხომ დაიხსენით ტყვეობიდან თავი, სააკაშვილისგან, იქნებ რომან გოცირიძეც დაიხსნათ! იმიტომ, რომ გვჭირდება ის, აკადემიური კაცია, ბოლოს ამ პოლიტიკური ამბების გამო, რაღაც არასწორ რელსებზე გავიდა, თუმცა მას ესმის საგანი და ვფიქრობ, უფრო გაგაძლიერებთ ეკონომიკური მიმართულებით“, - მიმართა ზარქუამ ოპოზიციას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო