ანა ნაცვლიშვილი - მთავრობას აქვს მიტაცებული მთელი ძალაუფლება, ადგენდეს წესრიგს პანდემიის პერიოდში - ეს უფლება პარლამენტმა უნდა დაიბრუნოს

პარლამენტში უნდა იხილებოდეს ყოვლად დაუშვებელი „კომენდანტის საათი“. ჩვენ ეს არ გვაწუხებს, რადგან გვაქვს საშვები, ეს დღეს არის პრივილეგია და სირცხვილია, ვსარგებლობდეთ პრივილეგიით, როდესაც საქართველოს ყველა დანარჩენი მოქალაქე იძულებულია 21:00 საათზე სახლში გამოიკეტოს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას აქვს მიტაცებული მთელი ძალაუფლება, ადგენდეს წესრიგს პანდემიის პერიოდში და ამ უფლებებმა საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადმოინაცვლოს.

„ხალხის პრობლემებზე საუბრისას ვიყოთ კონკრეტულები, სადღეგრძელოები აღარავის აღარ სჭირდება, რადგან ეს ვერ დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს. მეორე წელია ვცხოვრობთ ომში უხილავ ვირუსთან და პარლამენტი ცხოვრობს ჩვეულებრივ რეჟიმში, თითქოს არაფერი ხდება. წარმოუდგენელია საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელია არ იმჩნევდეს, რომ მთავრობას აქვს მიტაცებული მთელი ძალაუფლება, ადგენდეს წესრიგს პანდემიის პერიოდში. შესაძლოა, პირველ თვეებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების გამო მთავრობა იყო წარმმართველი ორგანო, მაგრამ ეს უფლება პარლამენტმა უნდა დაიბრუნოს, ეს არის ინსტიტუციური თავმოყვარეობის საკითხი. აქ უნდა იხილებოდეს ყოვლად დაუშვებელი „კომენდანტის საათი“, ჩვენ ეს არ გვაწუხებს, რადგან გვაქვს საშვები, ეს დღეს არის პრივილეგია და სირცხვილია, ვსარგებლობდეთ პრივილეგიით, როცა საქართველოს ყველა დანარჩენი მოქალაქე იძულებულია 9 საათზე სახლში გამოიკეტოს. ამ რეგულაციებმა ქვეყანა ჩამოაქცია ეკონომიკური თვალსაზრისით და დღემდე სერიოზული განხილვა არ მომხდარა. ამიტომ, პარლამენტი არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, სადაც მთელი მთავრობა უნდა წარმოადგენდეს ანგარიშს, რა შედეგი მოიტანა შეზღუდვებმა ყველა სხვა სფეროში და პარლამენტისგან იღებდეს მითითებებს“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, ანა ნაცვლიშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება კერძო პირების მხრიდან და სახალხო დამცველს არ ეძლევა უფლება შეისწავლოს ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა, რაც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკიდურესად საშიში პრეცედენტია.

„უკვე კვირებია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება კერძო პირების მხრიდან, რომლებიც არ აძლევენ შესაძლებლობას სახალხო დამცველს შევიდეს და შეისწავლოს ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა. ეს არის არამხოლოდ ყოვლად დაუშვებელი მოქმედება, რადგან საქმე ეხება საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს, არამედ უკიდურესად საშიში პრეცედენტი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რას ნიშნავს, როდესაც კონსტიტუციურ ორგანოს, რომელსაც აქვს სრული მანდატი და ლეგიტიმაცია, არ აძლევენ კანონით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას. რას ნიშნავს, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტი სასწრაფო მოსაზრებას აგზავნის. კომიტეტი ამბობს, რომ სახალხო დამცველს სასწრაფოდ უნდა მიეცეს უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დღემდე არ აღსრულებულა. არც ერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი და ოფიციალური უწყება ამაზე კომენტარს არ აკეთებს, არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რომ ეს წარმოუდგენელი უკანონობა იყოს აღკვეთილი. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერძო პირები თავს უფლებას აძლევენ განაცხადონ - „სახელმწიფო აქ მე ვარ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება