სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - არ გვჭირდება თქვენს მიერ, თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი რაღაც საგამოძიებო კომისია - გითხრეს თქვენ, როგორი არჩევნებიც ჩაატარეთ

ზარქუას მინდა მივმართო - დამშვიდდით, დამშვიდდით თუ შეიძლება. მესმის, რომ ძალიან რთული მდგომარეობა შეექმნა „ქართულ ოცნებას“. მოგიწიათ ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლება,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სამადაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შარლ მიშელის დოკუმენტი შეახსენა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ჩადებულია ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში უნდა შევიდეს.

„წინა სხდომიდან მე ამ პარლამენტიდან მივესალმე გიორგი რურუას გათავისუფლებულს, დღეს მე მივესალმები ნიკა მელიას, ასევე გათავისუფლებულს. დამშვიდდით, დაწყნარდით. ასევე, პაპუაშვილს მინდა ვუთხრა, მიშელის დოკუმენტი ძალიან კარგად წაიკითხეთ კიდევ ერთხელ და მერე მოუსმინეთ იმ გზავნილებს, რომელსაც დღეს აჟღერებენ ვაშინგტონში და ბრიუსელში.

მე მომესმა, ბატონი პაპუაშვილისგან, თუ რაღაც მცდელობები გაქვთ, გამოაცხადეთ რომ, მიშელის დოკუმენტი კი კარგია, მაგრამ ჩვენ თურმე აქ კონსტიტუციას და კანონებს უნდა მივხედოთ. ხომ არ შეგახსენოთ, საიდან გაჩნდა საერთოდ მიშელის დოკუმენტი დღის წესრიგში? 8 მარტის შეთანხმება გახსოვთ, რომელიც არ შეასრულეთ. პროპორციულ სისტემაზე რომ მოატყუეთ მთელი მსოფლიო და საზოგადოება და მერე მიიღეთ არჩევნები, რომლის პოლიტიკური შედეგები დღესაც ამ ქვეყანას აზანზარებს. ასე რომ, მიშელის დოკუმენტი „რაღაც“ კი არ არის, მიშელის დოკუმენტში ჩადებული არის ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში უნდა მივიღოთ, თქვენ რომ ვეღარასოდეს ჩაატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც ჩაატარეთ ოქტომბერში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატმა არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არ სჭირდება.

„ახლა რომ მოგვიწოდებთ საგამოძიებო კომისიაში შემობრძანდითო, არ გვჭირდება თქვენს მიერ, თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი, რაღაცა საგამოძიებო კომისია. გითხრეს თქვენ, როგორი არჩევნებიც ჩაატარეთ. ისიც გითხრეს, რომ ასეთ არჩევნებს ვერ ჩაატარებთ ამ ქვეყანაში. აქ არ არის საჭირო ხმამაღალი განცხადება, თურმე პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადასაფარად აქ ხმამაღლა ისაუბროთ იმაზე, რაც ხდება სტრასბურგში. ნიკა მელიას მიესალმა სენატორი რიში, როგორც გათავისუფლებულ პოლიტპატიმარს, მიესალმნენ ევროპარლამენტის წევრები. თქვენ შეგახსენეს, რომ თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ. ეს ვალდებულებები არის სწორედ, მიშელის დოკუმენტში გაწერილი, რომელზეც თქვენ ცოტათი მომეჩვენა, რომ ხელწაკვრით დაიწყეთ საუბარი“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს