ზაალ უდუმაშვილი - ჩემი პოზიციაა, რომ დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს

პირადად ჩემი პოზიციაა, რომ დღეს არსებული მოცემულობით "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელზეც ოპოზიცია ამბობდა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ამ ბრძოლაში სწორედ ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა ერთპარტიული პარლამენტი.

„პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და 1-2 დღეში არ დასრულდება. მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან დიდი პარტიაა, სხვადასხვა მიმართულებით ჯგუფებს აერთიანებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა პოზიციაზე არიან. ამიტომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია. რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამაზე პარტიაში სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიაა, როგორც ნიკა მელია იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ამ მეთოდით იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ასევე არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭოს გაფართოებულმა შემადგენლობამ მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც სხვა ხალხიც დაემატება გარდა პოლიტსაბჭოს წევრებისა. ეს რამდენიმე ვერსია არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ, უახლოეს დღეებში მივიღებთ, თუ რა ფორმიით მიიღება გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით",- აცხადებს უდუმაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციის გამართვას, როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული გაიმართება თუ არა აქცია, თუმცა მისი პირადი მოსაზრებაა, რომ 15 მაისის აქცია უნდა გადაიდოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო