ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკური ნიშნით შევიწროება ხდება წინა ხელისუფლების მეთოდებით - სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს

ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ რამდენიმე რეგიონში პოლიტიკური ნიშნით შევიწროების კონკრეტული ფაქტები ხდება, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დამთავრდება ის დრო, როდესაც ვერავინ დაუშლის მოქალაქეს შეხედულებისამებრ იხელმძღვანელოს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ამ დარბაზში გავაჟღერეთ განცხადება, რომ დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ფართომასშტაბიანი შევიწროების პროცესი. მაშინ მოვისმინეთ სკეპტიკური მოსაზრებები, რომ ეს განცხადებები არ იყო გაჯერებული ფაქტებით, სახელებითა და გვარებით, მეტიც, რომ ეს იყო სიცრუე.

ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ რამდენიმე რეგიონში ერთდროულად შევიწროების კონკრეტული ფაქტები ხდება. იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით, ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ, ამ ადამიანების შევიწროება. იხილა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება.

მოსახლეობამ იხილა პოლიტიკური ნიშნით შევიწროება როგორ ხდება ძველი, წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით. ძალიან სამწუხაროა, ჩვენი მოქალაქეებისთვის უკიდურესი იმედგაცრუებაა, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს.

მინდა, პირველ რიგში, მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს მხარდამჭერებს და უბრალოდ მოქალაქეებს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მსგავსი მეთოდების შედეგები, ეს არავისთვის არის სასიკეთო, ხელისუფლებას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, აუცილებლად დამთავრდება ის დრო, როდესაც ვერავინ დაუშლის მოქალაქეს შეხედულებისამებრ იხელძმღვანელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - აცხადებს ლილუაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა