გიგა ბოკერია - ისრაელის ფუნდამენტური, სუვერენული უფლებაა დაიცვას საკუთარი თავი - სამწუხაროა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო მკაფიო

სამწუხაროა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია მკაფიო არ იყო, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის განცხადებას ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, ისრაელის სუვერენული უფლებაა საკუთარი თავი დაიცვას.

„ჩვენი ინტერესი, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანის და საზოგადოების, არის მშვიდობა და სისხლისღვრის შეწყვეტა რეგიონში. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ქვეყნის, ამ შემთხვევაში კი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ისრაელის ფუნდამენტური, სუვერენული უფლებაა დაიცვას საკუთარი თავი.

სამწუხაროა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო მკაფიო. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ისრაელი საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოა და მას გააჩნია სრული უფლება და მოვალეობა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე არსებული საფრთხისაგან”, - აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყურადღებით აკვირდება ისრაელში განვითარებულ მოვლენებს, საქართველო გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა