იაგო ხვიჩია - ნებისმიერ პატიმრობას უნდა ჰქონდეს ვადა, შეიძლება მოსახლეობის 6 თვე ციხეში გამოკეტვა ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნდეს?

ნებისმიერ პატიმრობას აქვს ვადა და უნდა ჰქონდეს ვადა ნებისმიერ ასეთ შეზღუდვას, რომელიც ეხება მთელი ქვეყნის უდანაშაულო მოსახლეობას - შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობის 6 თვე ციხეში გამოკეტვა ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნდეს? - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა იაგო ხვიაჩიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს იმედი აქვთ დაკარგული და ახალ მისი მთავარი ამოცანა ადამინებისთვის იმედის დაბრუნებაა.

„ჩემი აზრით, ძალიან გავერთეთ პოლიტიკური პროცესებით, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის და ა.შ. საკითხებით. მთავარი საკითხი, რაც ქუჩებში გვხვდება გვავიწყდება. ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან შეცვლილია, ძალიან უსახური და ნაცრისფერი ხდება ნელ-ნელა ყველაფერი. თითქოს ადამიანებს არაფერი არ უხარიათ, რასაც მე ვაკვირდები და არ აქვთ იმედი, რომ ამ ქვეყნიდან რამე გამოვა, ეკონომიკა შეიცვლება და რაღაც შეიცვლება ამ ქვეყანაში. ასეთ პირობებში ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოცხადებული „კომენდანტის საათი“. ფაქტობრივად, ადამიანების გაღარიბების პროცესი ყოველდღიურად ხდება ჩვენს თვალწინ და გამოცხადებული გვაქვს ადამიანებისთვის შეზღუდვა, თან შეურაცხმყოფელი შეზღუდვა, როგორიც არის 21:00 საათის მერე სახლიდან ვერგამოსვლა. ნებისმიერ პატიმრობას აქვს ვადა და უნდა ჰქონდეს ვადა ნებისმიერ ასეთ შეზღუდვას, რომელიც ეხება მთელი ქვეყნის უდანაშაულო მოსახლეობას. შეიძლება პარლამენტს და პარლამენტის წევრებს კითხვაზე არ ჰქონდეს პასუხი როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობის 6 თვე ციხეში გამოკეტვა ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნდეს? შეიძლება ეკომომიკის ასეთ გაჩერებას ვეგუებოდეთ ისე, რომ თითქოს არაფერი არ ხდება? შეიძლება 100 ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილს ვპასუხობდეთ იმით, რომ იცით რა ვირუსია და რა ვქნათ სხვებიც ასე იქცევიან, შეიძლება იმედს არ ვაძლევდეთ ადამინებს, რომ რაღაც დაიწყება ქვეყანაში და ოდესღაც იურთიერთობენ?

მე მინდა, რომ მუხრუჭებიდან ფეხი ავწიოთ, ეს ძირითადად ხელისუფლებას ეხება, მაგრამ რადგანაც პარლამენტში ვარ ჩემ თავსაც ჩავთვლი აქ, მივცეთ საშუალება ქვეყნის ეკონომიკას, რომ წინ წავიდეთ. ეს მუხრუჭი მხოლოდ კორონა შეზღუდვა კი არ არის, ჩვენ მუხრუჭს ვადგამთ ეკონომიკას ნებისმიერ ახალი რეგულირების შემოღების და ნებისმიერი ახალი ბიუროკრატიული სამსახურის მოფიქრების დროს. მერე გვიკვირს, რომ ადამიანებს იმედი ერთმევათ, რომ ამ ქვეყნიდან რაიმე გამოვა. ჩვენი მთავარი ამოცნა ამ მე-10 მოწვევის პარლამენტის, იმედის დაბრუნებაა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვლება და ისე არ გაგრძელდება როგორც ბოლო წლების განმავლობაში“ , - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა