ანრი ოხანაშვილი - ნუ ჰგონია ნიკა მელიას, რომ დედამიწა და „ქართული ოცნება" მის გარშემო ტრიალებს

ნუ ჰგონია ნიკა მელიას, რომ დედამიწა და „ქართული ოცნება" მის გარშემო ტრიალებს. ის არის ამნისტიაზე დამოკიდებული და იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელიც შარლ მიშელის ჩართულობოთ შედგა - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც სრულად ასახავს შარლ მიშელის ჩართულობით დადებული შეთანხმების სულისკვეთებას.

„მედიატორის დოკუმენტის სულისკვეთებაა, რომ ისეთი ამნისტიის აქტი უნდა მივიღოთ, რომელიც ყველა პარტიას შესაძლებლობას მისცემს თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავიდნენ და უარი თქვან რადიკალიზაციასა და ესკალაციაზე. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე დაინიცირდა ჩვენ მიერ ის პროექტი, რომელმაც ადამიანების ბედით მანიპულაციის შესაძლებლობა არცერთ პარტიას არ უნდა მისცეს.

არ არის მარტივი, ვაპატიოთ, ვინ რა ჩაიდინა და დავიწყოთ სხვა პოლიტიკური თანამშრომლობა. ამ სულისკვეთებითაა ეს კანონპროექტი დაინიცირებული. რაც შეეხება ნიკა მელიას აზრს, მას ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ნუ ჰგონია, რომ მის გარშემო დედამიწა და „ქართული ოცნება" ტრიალებს. ის არის ამნისტიაზე დამოკიდებული და იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელიც შარლ მიშელის ჩართულობოთ შედგა. ეს არა ნიკა მელიას, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის კეთდება და იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აღებული პასუხისმგებლობა დაიცვან“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს