არჩევნების შემსწავლელ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების გახანგრძლივებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა , წინააღმდეგ კი პარლამენტის 2 წევრი გამოვიდა.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა. კომისიამ პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გამართა.

კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო