თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს იიდ-ალ-ფიტრს, რამაზან ბაირამს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს იიდ-ალ-ფიტრს, რამაზან ბაირამს ულოცავს.

როგორც თეა ახვლედიანი აღნიშნავს, საქართველო ისტორიულად გამორჩეულია თავისი ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით.

,,გულითადად გილოცავთ რამაზანის დღესასწაულს, მარხვის წმინდა თვის დასასრულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას.

საქართველო ისტორიულად გამორჩეულია თავისი ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ეთნოსის და კონფესიის წარმომადგენლები მეგობრულად თანაცხოვრობდნენ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის მრწამს და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაში. დღეს ეს უნიკალური ტრადიციები დაცულია და გამყარებულია სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებშიც. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ საზოგადოებაში განამტკიცოს სამოქალაქო თანასწორობის პრინციპები და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ცნობისთვის, იიდ-ალ-ფიტრი, ანუ რამაზან ბაირამი, მუსლიმთა უდიდესი დღესასწაულია, რომლითაც სრულდება წმინდა რამაზანის თვის მარხვა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მოევლინა სამყაროს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს