დავით სერგეენკო - არ შეიძლება, რომ ოპოზიცია შემოთვლის რეჟიმში იყოს: ეს მოგვწონს, ეს არ მოგვწონს

აქ არითმეტიკაზე არ არის, რომ უმრავლესობა მაინც გაიტანს თავის ვერსიას - არგუმენტების გაცვლას უსმენს საზოგადოება, რომელმაც რამდენიმე თვეში უნდა გააკეთოს თავის არჩევანი და არავის აქვს იმის ილუზია, რომ ვიღაცას თვალში ნაცარს შეაყრის,- ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ უნდა იყოს შემოთვლის, „მოძახილის“ რეჟიმში“, არამედ საკუთარი არგუმენტები განხილვისას უნდა წარმოადგინოს.

"კანონპროექტი, ნებისმიერი ფორმით, რაც არ უნდა იყოს, არ ნიშნავს, რომ უცვლელად გახდება კანონი. ამას სჭირდება საკომიტეტო და პლენარული დებატები. არ შეიძლება, რომ ოპოზიცია შემოთვლის, „მოძახილის“ რეჟიმში იყოს - "ეს მოგვწონს, ეს არ მოგვწონს". უნდა მოვიდნენ, დასხდნენ კომიტეტებში და იქ არგუმენტირებულად შეჯერდეს საბოლოო შედეგი, რომელიც იქნება ყველასთვის მისაღები და სამართლიანი. პარლამენტი ამისთვის არსებობს, სხვანაირად ადამიანების ჯგუფი დაჯდებოდა სადღაც, მოითათბირებდა და „ამოპრინტავდა“ გადაწყვეტილებას. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ ღია დებატებში მოხდეს მოსაზრებების შეჯერება. ოპოზიციის ნაწილს არ აქვს საპარლამენტო გამოცდილება და მათგან არ იქნება გასაკვირი ეს არგუმენტი, („ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი ხმები, რომ თავისი ვერსია დაამტკიცოს) თუმცა, დიდ ნაწილს აქვს ეს გამოცდილება და არ შეიძლება არ იცოდნენ, რომ აქ არითმეტიკაზე კი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ მაინც გაიტანს, არამედ ამ არგუმენტების გაცვლას უსმენს საზოგადოება, რომელმაც რამდენიმე თვეში უნდა გააკეთოს თავის არჩევანი და არავის (არც პოზიციას, არც ოპოზიციას) აქვს იმის ილუზია, რომ ვიღაცას თვალში ნაცარს შეაყრის,"- განაცხადა სერგეენკომ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა