კელი დეგნანი - მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მელიას გათავისუფლებით - პარტიებისადმი ჩვენი გზავნილი იყო, პარლამენტში გაეგრძელებინათ მუშაობა სასამართლო, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

როგორც დეგნანი აცხადებს, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა მისასალმებელია. მისივე თქმით, მოლაპარაკებებში სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბატონი მელიას გათავისუფლებით, რომელიც ერთ-ერთი ბირთვი იყო იმ შეთანხმების, რომელიც 19 აპრილს იქნა ხელმოწერილი. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განვითარდეს და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და პარლამენტის წევრობა მიიღონ. ვიცი, რომ საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარეობს მუშაობა, მისასალმებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, იმუშაონ მხარეებმა იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლთა სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს.

მოლაპარაკებების პროცესში, სასამართლოს რეფორმა ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის ნდობით სარგებლობდეს სასამართლო და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ, მოვუწოდეთ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების შემდეგი დღიდან პარტიებისადმი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა სასამართლო, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა დეგნანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო