თავდაცვის მინისტრი - ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება

„ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძეს დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

მან კანონმდებლებს უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სიტყვის დასაწყისში ბუჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით შედგა.

„ეს შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას პარლამენტის ფართო წარმომადგენლობით განვიხილოთ თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც თქვენ და საზოგადოებას გაინტერესებთ“, - განაცხადა მინისტრმა. „თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. მისი სიძლიერე და ეფექტურობა მაღალი მზადყოფნის, დაფასებულ და მოტივირებულ ჯარისკაცს ეფუძნება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მან „მინისტრის საათის“ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატი კარგად გამოხატავს დღევანდელი ხელისუფლების დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ეფუძნება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტსა და ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს