მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას თავმოყვარეობაზე გაიარეს, ხანდახან გულწრფელი თანადგომაც კი მიჩნდება ხოლმე, იმდენად დააკნინეს მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი

ამ ადამიანის თავმოყვარეობაზე გაიარეს, ხანდახან გულწრფელი თანადგომაც კი მიჩნდება ხოლმე, იმდენად დააკნინეს მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნური კრიზისი დასრულდა, თუმცა, ახლა ამით „ნაციონალური მოძრაობა" ჩიხში შევიდა. მისი თქმით, რას მოიმოქმედებს სამომავლოდ „ნაციონალური მოძრაობა", ამის პროგნოზირებას არ შეეცდება, რადგან ის „უპროგნოზო პოლიტიკური ძალა" გახდა.

„უნდოდათ, ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი ყოფილიყო რაღაც წინ წამძღოლი რევოლუციური ქმედებების და ამ ადამიანის თავმოყვარეობაზე გაიარეს. ხანდახან გულწრფელი თანადგომაც კი მიჩნდება ხოლმე, იმდენად დააკნინეს მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი. იმდენჯერ გადაათქმევინეს თავისი ნათქვამი და იმდენი აბსურდული რამე ათქმევინეს.

ნიკა მელია, რომელიც მათი გეგმის მიხედვით უნდა გამხდარიყო გმირი და მანდელას დონეზე უნდა აეყვანათ, სასტიკად დაამცირეს და ცუდად მოექცნენ. მისმა პარტიამ და რეალურმა ლიდერმა სააკაშვილმა მისი ფაქტორი ძალიან ცუდად გამოიყენა, ვერც მიზანს მიაღწია, პარტია ჩიხში შეიყვანა, ეს ადამიანი თან ციხეში ამყოფა და მისგან ვერც გმირი გამოიყვანა, ახლა ამ ჩიხში არიან,"- განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს