ალეკო ელისაშვილი თავდაცვის მინისტრს - როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ სირცხვილში, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა 22 ლარი ღირდეს? ვეტერანების დახმარება იცით, რომ არის 3 კოლოფი „პაპიროსის“ ექვივალენტი თანხა?

როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ სირცხვილში, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა 22 ლარი ღირდეს? ვეტერანების დახმარება იცით, რომ არის 3 კოლოფი „პაპიროსის“ ექვივალენტი თანხა? - ამ შეკითხვით მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.

ელისაშვილი დაინტერესდა, რას აკეთებს ან გააკეთებს თავდაცვის სამინისტრო ვეტერანების დასახმარებლად.

გარდა ამისა, ელისაშვილი დაინტერესდა, როდიდან იქნება საქართველოში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები.

„ყარაბაღის მოვლენებმა გვაჩვენა, როგორ შეიცვალა ბრძოლა და როგორ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული გახდა. ამ ფონზე, ვერაფრით ვხვდები, რითია დაკავებული ჩვენი სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი „დელტა“. ყოველ ჯერზე, 26 მაისს გამოიყვანენ რაღაც პლასტმასის ბუტაფორიას და ყოველთვის არის დათქმა, რომ ახლა დაიწყება წარმოება. ოკუპირებული ქვეყანა ვართ, 20%-ზე შემობიჯებულია რუსეთის შეიარაღებული ძალები, მტრული სახელმწიფო, პლასტმასის ბუტაფორიებს როდემდე ვუყუროთ ან რეალურად, როდის დავინახავთ საქართველოში წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებს“,-განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს