ანრი ოხანაშვილი - გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ - ფრაქციის შექმნით აღიარებულ იქნა პარლამენტის სრული ლეგიტიმაცია

გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ - ფრაქციის შექმნით აღიარებული იქნა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაცია ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამეტში ახალი ფრაქციის შექმნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას მოუწია იმ რეალობასთან თვალის გასწორება, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო ლეგიტიმური და კონკურენტული.

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციას სუბიექტური, ვიწროპარტიული ინტერესები ჰქონდა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნები, მათ მოუწიათ ამის გაკეთება მაშინ, როცა შემოვიდნენ პარლამენტში, როცა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და ეს დასტურდება დღევანდელი გადაწყვეტილებით, როცა კონკრეტულმა ჯგუფმა შექმნა ფრაქცია. გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ. დღეს პრაქტიკულად, ირიბად, მაგრამ მთლიანობაში რეალურად ფრაქციის შექმნით, აღიარებული იქნა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაცია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის".

გარდა "ლელოს" წევრებისა, ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები: სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო