სალომე სამადაშვილი - ჩემი გზავნილი იყო, რომ ძალიან საშიში იქნებოდა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა - „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა მოუწევს

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი შექმნილ ჩიხურ სიტუაციაში გამოსავალი ნამდვილად იყო და „ნაციონალურ მოძრაობას“ მისთვის ხელი უნდა მოეწერა.

„მე ყოველთვის მქონდა თანამიმდევრული პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დაწყებული იმით, რომ ფრთხილი პოზიცია მქონდა ბოიკოტზე და ვშიშობდი, რომ ბოიკოტი დააზიანებდა ოპოზიციას. შემდეგ იმ ჩიხურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, ნამდვილად ვთვლიდი, რომ მიშელის მიერ შემოთავაზებული გამოსავალი შეიძლება არ იყო საუკეთესო და მეც წარმომედგინა უკეთესი გამოსავალი თეორიულად, მაგრამ შესაძლებლობების ზღვარში, იმ რეალურ მოცემულობაში, რომელშიც აღმოვჩნდით, ეს იყო სწორი გამოსავალი. ჩემი გზავნილიც მათ შორის, პარტიისთვის იყო სწორედ ეს, რომ ძალიან საშიში იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა. თქვენ ნახეთ, რომ სენატორი რიში, ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, ასევე მოუწოდებს მას პარტნიორი პარტია - „ევროპის სახალხო პარტია“. ასე რომ, საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ. ეს იყო ჩემი გზავნილი და მათ შორის იმიტომ დავტოვე პარტია, რომ თუ ჩემ აზრს, რაშიც ვთვლი, რომ კომპეტენტური ვარ, პარტია არ იზიარებს, მაშინ ალბათ უკეთესია პარტნიორობა გავაგრძელო იმ ადამიანებთან, ვისთანაც საერთო ხედვა მაქვს“, - განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეპატზე „ლელოს“ წევრებთან მეტი საერთო აღმოაჩნდა.

„ეს ადამიანები ხედავენ, რომ ძალიან სახიფათო თამაშში შევიდა ოპოზიცია და მართლა საკუთარ წვენში იხარშება. ადამიანები არიან ცალკე და ჩვენ 6 თვეა ვართ ჩვენს გარჩევებში. ერთიდაიგივე ადამიანები ერთმანეთთან არჩევენ რაღაც საქმეებს, რომელსაც საერთო არ აქვს საქართველოს მოქალაქესთან. მართლა არ მესმის, რატომ უნდა დამაინტერესოს იმ დისკუსიამ, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში მიდის, როცა კონკრეტული პრობლემები მაქვს. სამუშაოს გარეშე დავრჩი. თქვენ რომ საქართველოს მოქალაქე ხართ, რა უფრო გაინტერესებთ მე და რომელიმე ოპოზიციის წარმომადგენელი დავსხდეთ აქ და ვიკამათოთ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, რაც უაზრო კამათი გახდა უკვე, თუ პარლამენტში გესმოდეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი იბარებს მაგალითად, ეკონომიკის მინისტრს და ეკითხება რა ხდება, ლარი რატომ უსაფურდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა