ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელის ქალაქ აკოში ქართველი ებრაელი მძიმედ დაშავდა

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ისრაელის ქალაქ აკოში ქართველი ებრაელი, ისრაელის მოქალაქე მძიმედ დაშავდა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

„აკოში დაშავებულია ძალიან მძიმედ ქართველი ებრაელი, ჩვენი თანამემამულე. ის საავადმყოფოშია, ინტენსიურ თერაპიაზე გადაყვანილი. ვაჟკაცი ბიჭია რომ შეხედავ აღნაგობით, შეუძლია გაუმკლავდეს, მაგრამ ადამიანების ხროვა, რომელსაც არ აინტერესებს, ვინ არის, რა არის, პირდაპირ დაესხმებიან ხოლმე თავს.

იაჰოში დღეს, ერთი საათის წინ სამხედროს დაესხნენ თავს, რაც უკვე იმის მანიშნებელია, რომ ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ქმედებები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს გადასულია საზღვრებს გარეთ“, - განაცხადა ჟვანიამ.

კითხვაზე, არიან თუ არა დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები, ჟვანია პასუხობს, რომ საქართველოს მოქალაქეზე საუბარი არ არის და „ის ჩვენი ყოფილი თანამემამულე, ისრაელის მოქალაქე, ქართველი ებრაელია“.

მისივე თქმით, დღეს ხდება ცნობილი, რომ შესაძლებელია, ისრაელის მთავრობამ ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება, შევიდეს სახმელეთო ჯარებით ღაზას ტერიტორიაზე.

„ექსპერტები გამორიცხავენ ამას, რადგან ასეთ შემთხვევაში, ისრაელის ჯარს მოსალოდნელია, ჰქონდეს დიდი დანაკარგი ჯარისკაცების სიცოცხლის თვალსაზრისით და ამიტომ ალბათ, მაქსიმალურად თავს შეიკავებენ. თუმცა, შეიძლება, ხვალიდან სპეციალური ბრძანებით დამატებით დაახლოებით 7000 ჯარისკაცის გამოწვევა განხორციელდეს იმისათვის, რომ სამზადისში იყოს ჯარი, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელის მთავრობა“, - განაცხადა ჟვანიამ.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს