მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიაზე - ჩანერგილი ხალხი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ „ომი გააჩაღა და პროექტი მოკლა“.

ამის შესახებ ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, არის პრინციპები, არის საქართველო და მისი ინტერესები, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.

„გახარიას ჰქონდა დავალება... გინდა გახარია იყავი, გინდა სხვა, შეიძლება შეგეშალოს, მაგრამ როცა მიზანმიმართულად ხარ ვიღაცის ვასალი და ასრულებ დავალებას შენი ქვეყნის, შენი ქართული კომპანიების, ინვესტორების წინააღმდეგ და ამას აკეთებ სისტემურად, როცა სახელმწიფო მდივანი პომპეო ამბობს, რომ ანაკლია ააშენეთ და ამას შენ ბლოკავ და ომს აჩაღებ, რომ ეს პროექტი მოკლა... მეგრელი კაცი მაინც არ იყოს. ის მაინც არ ესმოდეს გახარიას, რომ სამეგრელოსთვის და აფხაზეთისთვის რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ანაკლიას. ერთი სიტყვა გინახავთ ან ერთი გამოსვლა მისი? ჩასულა ანაკლიაში? ინვესტორებთან შეხვედრა გინახავთ? ჩანერგილი ხალხი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. ადამიანები ამას კადრულობენ ქვეყნის წინააღმდეგ და მერე იგონებენ, რომ თურმე ვალდებულება ვერ შევასრულეთ, თურმე ჩვენთან საქმის დაჭერა არ შეიძლება, თურმე 12 წლის წინათ ფული გაგვითეთრებია. სირცხვილი არ არის? ამას ყველაფერს ფარდას ავხდით! მე ეს ნაბიჯი გადავდგი, უკანა სიჩქარე არ მაქვს - იმიტომ კი არა, რომ დათმობა არ ვიცი და დიპლომატია. 30 წლის განმავლობაში დათმობის გარეშე ამხელა ინდუსტრიას ვერ ავაშენებდით, მაგრამ არის პრინციპები, არის საქართველო და მისი ინტერესები, ამას კი არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ!“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო