ბენიამინ ნეთანიაჰუ - ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად

ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად, - ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს ახორციელებს. ისრაელის სახმელეთო ჯერები ჯერჯერობით ღაზაში არ შეჭრილან, თუმცა მისი მიმართულებით საარტილერიო შეტევა განახორციელეს. ამასთან, გრძელდება სარაკეტო თავდასხმები ისრაელის ქალაქების მიმართულებით. ღაზაში აცხადებენ, რომ დაღუპულია 109 ადამიანი, მათ შორის 29 ბავშვი. ისრაელის ინფორმაციით კი, ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ამ დრომდე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.

იხილეთ ვიდეო:ბენიამინ ნეთანიაჰუ - ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა