ირაკლი კობახიძე - ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია - ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს

ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, ამას უკვე არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.

„რაც შეეხება იმას, ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს იქედან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ეს შარლ მიშელმა განაცხადა. ოპოზიცია უკვე წრამოდგენილია საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ეს უკვე არსებითად აღარაფერს ცვლის“, - განადხადა კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, გამოძიება დაიწყება.

„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, თუ ვინმეს აქვს სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, ბუნებრივია, მის წინააღმდეგ წარიმართება ნებისმიერი სისხლის სამართლის გამოძიება. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი”, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა