ირაკლი კობახიძე - გავიგეთ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდო, რითაც ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის მარცხი

თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას მოუწევდა 15 მაისის აქციის გადავადება - აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხის მობილიზების რესურსი არ აქვს.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ მოუწევდათ 15 მაისის აქციის გადავადება და ეს რეალურად ასე მოხდა. მათ არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის მობილიზაციის, არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ იმის შესახებ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო