ირაკლი კობახიძე - ჩვენ ფრაქციების შექმნის მექანიზმს გავამარტივებთ და მისი ფორმირება 4 დეპუტატით იქნება შესაძლებელი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ხელისუფლება ფრაქციების შექმნის მექანიზმს გაამარტივებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 4 დეპუტატით ფრაქციის შექმნა შესაძლებელი იქნება.

„ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ფრაქციებით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. მნიშვნელოვანია, რომ გუშინ უკვე შეიქმნა პირველი ფრაქცია, ალბათ, კიდევ შეიქმნება სხვა ფრაქციებიც, მითუმეტეს ჩვენ გავამარტივებთ ფრაქციების შექმნის მექანიზმს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. 4 დეპუტატით უკვე შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა. აქედან გამომდინარე, არაერთი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მედიატორების მხრიდან შემოთავაზებული დოკუმენტის ყველა პუნქტი ხელისუფლების მხრიდან შესრულდება.

„პარტიის თითოეული წარმომადგენელი პასუხისმგებელია იმაზე, რომ დოკუმენტი შესრულდეს. ეს გაცნობიერებუილი აქვს მთელ გუნდს, როგორც უმრავლესობაში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ამ შეთანხმების თითოეული პუნქტი, რა თქმა უნდა, შესრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა