ლაშა დამენია - ცესკო ჩქარობს, უშვებს პროფესიონალებს სამსახურიდან და ერთი დეპარტამენტის ქვეშ აქცევს ყველანაირ კონტროლს

სანამ ოპოზიცია შევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მის მიერ იქნება გაკონტროლებული, თუ რა ხდება ცესკოში, ამ პერიოდში ცესკო ჩქარობს, უშვებს პროფესიონალებს სამსახურიდან და ერთი დეპარტამენტის ქვეშ აქცევს ყველანაირ კონტროლს, რაც მიანიშნებს იმას, რომ სუს-ის მიერ კონტროლირებადი დეპარტამენტები უფრო და უფრო იმყარებენ პოზიციებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ განაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დამენია ოპოზიციურ პარტიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რომ ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილონ.

„ორი კვირის წინ „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომ ცესკოში მზადდებოდა ე.წ. რეფორმა, რომლითაც უფრო მყარდებოდა ისედაც კონტროლირებადი სუს-ის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დეპარტამენტები იმ რეფორმით, როდესაც ერთ ხელში ხვდება მთლიანად მთელი ძალაუფლება და პროფესიონალ კადრებს უშვებენ ამასთან დაკავშირებით. ჩვენს პრესკონფერენციას შემდეგ ცესკო გამოეხმაურა, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ ეს იყო ცრუ ინფორმაცია და მსგავსი არაფერი ხდებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

გუშინ უკვე ოფიციალურად, ცესკოს საიტზე დაიდო ე.წ. რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. ეს არის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება კვლავ გაყალბებისთვის. სანამ ოპოზიცა შევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მის მიერ იქნება გაკონტროლებული, თუ რა ხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამ პერიოდში ცესკო ჩქარობს, უშვებს პროფესიონალებს სამსახურიდან და ერთი დეპარტამენტის ქვეშ აქცევს ყველანაირ კონტროლს, რაც მიანიშნებს იმას, რომ სუს-ის მიერ კონტროლირებადი დეპარტამენტები უფრო და უფრო იმყარებენ პოზიციებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. ჩვენ გვინდა მივმართოთ როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება გაამახვილონ ამ ფაქტზე და არ მივცეთ საშუალება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ჩაატაროს იმგვარი ე.წ. რეფომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ კვლავ არჩევნების გაყალბებას“ , - განაცხადა დამენიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა