საარჩევნო რეფორმის საკითხზე, პარლამენტში უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარი წინადადებები უნდა გააცნონ. შეჯერებულ დოკუმენტს კი ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან.

მხარეები იმედოვნებენ, რომ მათი პოზიციების დაახლოება მოხდება, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გახდეს საჭირო.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ეს რიგით მეორე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა მათ კაჭრეთში სამი დღის წინ გამართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა