დავით ზილფიმიანი - „ნაცმოძრაობა“ თავს იღუპავს, უცხოეთიდან „ნაცფარაონების“ მითითებებით ხელმძღვანელობს

იმის გამო, რომ 113 ხმაზე 3 ხმით მეტია პარლამენტში გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლა, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტებს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს იღუპავს, რადგან უცხოეთიდან „ნაცფარაონების“ მითითებებით ხელმძღვანელობს.

,,იმის გამო, რომ 113 ხმაზე 3 ხმით მეტია პარლამენტში გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლა, თუმცა თუ შემოვლენ ვთვლი, რომ კარგი იქნება. თუ არ შემოვლენ, ყველაფერი გაგრძელდება და გადაწყდება, 116 კაცს ყველანაირი უფლებამოსილება აქვს. „ნაცმოძრაობა“ თავის თავს იღუპავს, მას შემდეგ რაც ხელმძღვანელობს „ნაცფარაონების“ მითითებით უცხოეთიდან“, - აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

მისივე განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმის განხილვა კარგად მიმდინარეობს და ამ კუთხით, კონფლიქტური სიტუაცია არ არის.

,,ყველაფერი ამ ეტაპზე მიდის კარგად, ისეა რაც ქვეყანას სჭირდება მომავალი არჩევნებისთვის და რასაც გულისხმობდნენ ჩვენი ევროპელი მეგობრები. ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, რომ რაიმე კონფლიქტური სიტუაციაა, ან რაღაცაზე შეიძლება წავბორძიკდეთ. მე პირადად ჩართული ვარ ტექნიკურ ნაწილში, რომლითაც ჩვენ ელექტრონული არჩევნების ფორმატზე უნდა გადავიდეთ. ვცდილობთ, რომ ალგორითმი არავითარ შემთხვევაში არ იყოს დამოკიდებული ადამიანურ ფაქტორზე, ჩვენ ვამბობდით, რომ ყველა არჩევნები ყალბდება და ნდობის ფაქტორი გვაკლდა, ახლა ნდობის ფაქტორიც იქნება ასახული“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა