შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სამართლებრივად სისტემაში არ ჯდება ის ფაქტი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიის წევრი უნდა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სამართლებრივად სისტემაში არ ჯდება ის ფაქტი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიის წევრი უნდა იყოს. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, იმ შემთხვევაში თუ მოადგილეს თავმჯდომარის ფუნქციის დროებით შესრულება მოუწევს, ამ პერიოდის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიას პარტიულად მიკერძოვებული პირი უხელმძღვანელებს.

„მსჯელობის საფუძველს წარმოადგენს ცვლილებების ის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ მარტში იქნა ინიცირებული და რომელზეც არსებობს ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივი დასკვნა. ეს არის ბაზისი, რომელზეც ვმუშაობთ, რაშიც შევა ცვლილებები, ვენეციის კომისიის დასკვნიდან და 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე. ეს ცვლილება, რაც უნდა შევიდეს, ძირითადად შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს. ერთ-ერთი საკითხი არის მოადგილის საკითხიც. იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში არის ჩანაწერი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წევრი. ჩვენ მაშინვე გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ ვინაიდან დიდ შეთანხმებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. მოადგილის ფუნქციას ხვდებით რაც არის, იმ შემთხვევაში თუკი ცესკო-ს თავმჯდომარე არ ასრულებს მოვალეობას, გადადგება ან დროებით არ ასრულებს, ამ დროს მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას და გამოდის, რომ პარტიულად მიკერძოებული პირი იქნება რაღაც პერიოდი ცესკო-ს თავმჯდომარე, რაც სამართლებრივად, რა თქმა უნდა, სისტემაში არ ჯდება, თუმცა მეორე მხრივ, გვესმის, რომ ეს არის შეთანხმების ნაწილი და ამას განვიხილავთ,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა