სალომე სამადაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარესთან განვიხილეთ ის განსხვავებები, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით არსებობს

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ფრაქციის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დეტალურად განიხილეს ის განსხვავებები ხედვებში, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს. ამის შესახებ მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ის კონკრეტული საკითხი, რომელიც შეთანხმების ფარგლებში არის შესული და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, ეს არის ამნისტიის კანონპროექტი. პარლამენტის თავმჯდომარესთან დეტალურად განვიხილეთ ის განახვავებები ხედვებში, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენი სურვილი და მცდელობა იქნება მიმართული იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს ისეთი კანონპროექტის შეთანხმება, რომელიც კონსესუსზე იქნება დაფუძნებული. დღევანდელი მდგომარეობით კარგად ვხედავთ, რომ მმართველი უმრავლესობა ცდილობს შეთანხმების სულისკვეთებას გაექცეს, რაც ამნისტიის კანონპროექტს ეხება და მოარგოს ეს საკუთარ ინტერესებსა თუ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ჩვენ, ცხადია, ამის წინააღმდეგ გამოვიყენებთ შესაბამის ბერკეტებს. შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რაც ამნისტიის კანონპროექტს ეხება, მაგრამ ასევე ვისაუბრეთ საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებითაც. ყველას კარგად ესმის, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის სრული ნდობით უნდა სარგებლობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მივაღწევთ იმ მთავარ ამოცანას, რაც ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს იმგვარად შეცვლას გულისხმობს, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც არჩევნების მიმართ ნდობა ჰქონდეს. ეს გამოიწვევს კიდევ ერთ და შესაძლოა განგრძობად პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში. პარლამენტის თავმჯდომარემ მოისმინა ჩვენი პოზიცია, იმედი მაქვს, გაითვალისწინებს საკუთრ გადაწყვეტილებებში ოპოზიციის ხედვებს", - განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს