ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი „საქართველოს ემიჯნებიან და უპირისპირდებიან“

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი „საქართველოს ემიჯნებიან და უპირისპირდებიან“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საინტერესო ტენდენცია გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარი შევიდა.

„ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. რამდენიმე საქმე შევიდა სტრასბურგის სასამართლოში „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“, „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და ასე შემდეგ. ახლა უკვე ადეიშვილი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას. ადრე ისინი თუ ფარულად და სხვადასხვა ფორმით უპირისპირდებოდნენ საქართველოს, დღეს საქართველოს ემიჯნებიან და უპირისპირდებიან პირდაპირი ფორმით, საინტერესო ტენდენციაა", - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ადეიშვილმა აღნიშნული მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მიმართა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია საქართველოს უჩივიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა