პეტრე ცისკარიშვილი - ბოიკოტს აზრი აღარ აქვს - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს

ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები, მსჯელობენ და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.

„პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რამდენიმე დღეა რაც საპყრობილედან გამოვიდა. მას დამატებითი კონსულტაციები სჭირდება სხვადასხვა ჯგუფებთან, პარტიის წევრებთან და ამ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მივიღებთ. ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს. ერთპარტიული პარლამენტი აღარ არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მწარე აბი იყო გადასაყლაპად, მაგრამ გავიდა თვეები, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. უკეთესი იქნებოდა უფრო მეტ დათმობაზე წამოგვეყვანა „ქათული ოცნება“ და ეს ბოიკოტი რამდენიმე თვე, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგანაც ეს ვერ მოხერხდა, არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ იქ მარტო უნდა დავტოვოთ და მათი სურვილი შევასრულოთ, როდესაც პარლამენტში ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არიან“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

იხილეთ ვიდეო:პეტრე ცისკარიშვილი - ბოიკოტს აზრი აღარ აქვს - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა