კახა კუჭავა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული იმპლემენტაცია და პოლარიზაციის შემცირება იყო.

„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და აღინიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა პარლამენტში აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა პარლამენტის მუშაობაში აქტიური ჩართულობისა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:კახა კუჭავა ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრებს შეხვდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო