უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებული კ.ქ. დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, კ.ქ.-მ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა.კ. გააუპატიურა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს