ირაკლი ღარიბაშვილი - ბახვის საჯარო სკოლა 2000 წელს გარემონტდა და მძიმე მდგომარეობაში იყო, დღეს სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული სტანდარტის სკოლა

ბახვის საჯარო სკოლა 2000 წელს გარემონტდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სოზარ სუბარის ინიციატივით, სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზიას ძალისხმევით და მიხეილ ჩხენკელის ჩართულობით სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული სტანდარტის სკოლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში განაცხადა, სადაც დღეიდან ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება.

„მე მიხარია, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი არის სრულად ხელმისაწვდომი. ეს არის სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც დასრულდა რამდენიმე თვის წინ და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნა სრულფასოვანი სწავლის, სპორტული აქტივობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველა პირობა.

ეს სკოლა სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზიას ძალისხმევით გარემონტდა 2000 წელს და მას შემდეგ ეს სკოლა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ბატონი სოზარ სუბარის ინიციატივით, ქალბატონი მზიას ძალისხმევით და რა თქმა უნდა, ბატონი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის უშუალო ჩართულობით დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული დონის და სტანდარტის სკოლა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბახვის სჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით. სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა