19 მაისს აბიტურიენტების კითხვებს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი უპასუხებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, დისტანციურ შეხვედრებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 19 მაისს, 15:00 საათზე მორიგი შეხვედრა ისტორიის გამოცდას მიეძღვნება.

„აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge განთავსებული ბმულის დახმარებით შეხვედრას დაესწრონ. ასევე, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები, ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელის მანანა ჯავახიშვილისაგან.

ცენტრმა მთელი საქართველოს მასშტაბით ღია კარის დღეების ჩატარება დისტანციურად ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრის წარმომადგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ აბიტურიენტებს 2021 წლის გამოცდების შესახებ. ამჯერად საინფორმაციო შეხვედრები ოდნავ განსხვავებული ფორმატით იმართება და თითოეული შეხვედრა კონკრეტულ საგანს ეთმობა. ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან უკვე გამართეს - ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენის ჯგუფების ხელმძღვანელებმა. შეხვედრები Microsoft Teams-ის პროგრამით ჩატარდა. მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს