ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს და აქედან ერთ-ერთი აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენლი იყოს

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც ცესკო-ში წევრის ყოლის შესაძლებლობა ექნება არა „პატრიოტთა ალიანსს”, არამედ მისგან გამოყოფილი და პარლამენტში შესული დეპუტატების მიერ შექმნილ პარტიას „ევროპელი სოციალისტები“.

გარდა ამისა, სამნიძის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, როგორ უნდა შესრულდეს ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის შესახებ შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული პუნქტი „ქართული ოცნების” იმ ინიციატივასთან ერთად, რომ თავმჯდომარის მოადგილე პროფესიული ნიშნით დაინიშნოს.

სამნიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს და აქედან ერთ-ერთი აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენლი იყოს.

კითხვაზე, ცესკო-ს თავმჯდომარის რომელი მოადგილე შეასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას საჭიროების შემთხვევაში, სამნიძის თქმით, „როგორი იქნება შეთანხმება და ვის რა ფუნქცია ექნება, ამაზე მსჯელობა გაგრძელდება”.

„სამ ძირითად საკითხზე ვისაუბრეთ დღეს. ეს იყო ცესკო-ს თავმჯდომარის პარტიული მოადგილე, რაც სადავო თემა იყო, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ერთი მოადგილე აუცილებლად ოპოზიციური პარტიებიდან უნდა იყოს. ეს „ქართულ ოცნებაში” იწვევს შიშებს, საფრთხეს ხედავენ, ამიტომ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ეს ჩანაწერი აუცილებლად შესრულდეს და დაემატოს სხვა მექანიზმი, რომელიც ორივე მხარეს შეათანხმებს და საფრთხეებს აღმოფხვრის. ამიტომ საუბარია ორ მოდგილეზე, რომელთაგანაც ერთი იქნება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, მეორე კი შეიძლება იყოს ცესკოს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი.

კიდევ ერთი საკითხი იყო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია, კანონპროექტში სრულად აისახა. მესამე საკითხია, ცესკოში წევრების შემადგენლობა. ახალი თემა, რომელსაც არ ვეთანხმები და ამაზე გვქონდა მძიმე შეფასება, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ეს მუხლი მოარგოს კონკრეტულ სიტუაციას. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსს” ცესკო-ში წევრი ჰყავს, ეს პარტია პარლამენტში არ შევიდა და მას გამოეყვნენ დეპუტატები, რომლებმაც ახალი პარტია შექმნეს. საუბარია იმაზე, რომ მათ მიენიჭოთ უფლება, რომ ჰყავდეთ ცესკოში წევრი და არა „პარიოტთა ალიანსს”. მე ვარ ამის კატეგორიული წინააღმდეგი. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას ეხება. მუხლი, ჩანაწერი, რომელიც ერთ კონკრეტულ ვითარებაზეა მორგებული, ყოველთვის შექმნის პრობლემას მომავალში”,- განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა