გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - ქარელში დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ქარელში დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგება დროებით შეიზღუდა.

„დღეს დილიდან, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც ქარელის, ასევე კასპისა და გორის საავარიო ბრიგადები. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რომ დროულად აღდგეს წყლის მიწოდება. სამუშაოების ფარგლებში ალტერნატიული ქსელი მოეწყობა. გარდა ამისა, კომპანია აბონენტებს, წყალს წყალმზიდების საშუალებით მიაწვდის.

წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს, წინასწარ გაეგზავნათ SMS შეტყობინებები. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა