„ვითიბი ბანკსა“ და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა

„ვითიბი ბანკსა“ და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ფერმერებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმების მიზანია ახალი პროდუქტის „აგრო დაზღვევის“ შექმნა, რომელიც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიასთან“. ჩვენ, როგორც აგრო ბიზნენის N1 ქომაგი, მუდმივად ვთავაზობთ ფერმერებს ერთობლივ პროდუქტს, „აგრო დაზღვევას“. აღნიშნული პროდუქტი საშუალებას აძლევს ფერმერებს, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალისაგან და დაგეგმილი შემოსავალი მიიღონ. „ევროინს ჯორჯიასთან“ თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, თავის მომხმარებელ ფერმერებს შესთავაზოს მრავალფეროვანი საბანკო და სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მათ საქმიანობაზე“,- განაცხადა „ვითიბი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩაჩხიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა