ხათუნა სამნიძე - თამარ კორძაიას გადაწყვეტილებას ველოდები, რომელსაც აქვს მეორე მანდატი "რესპუბლიკური პარტიიდან", პარტიულ ფრაქციაში შესვლას არ განვიხილავთ

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა პარტიის მეორე წევრიც, თამარ კორძაია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პარტიული ნიშნით შექმნილ ფრაქციაში არ გაწევრიანდება.

"მე დღეს ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი. "რესპუბლიკური პარტიას" აქვს ორი მანდატი, შესაბამისად, ჩვენ ჩვენს ფრაქციას ვერ შევქმნით. ველოდები თამარ კორძაიას გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს მეორე მანდატი "რესპუბლიკური პარტიიდან", შემოუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას და ამ საკითხს უკვე კონსულტაციებით გადავწყვეტთ. თუ შეიქმნება კონკრეტული მიზნისთვის მრავალპარტიული ფრაქცია, ეს იქნება კონსულტაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. პარტიულ ფრაქციაში შესვლას არ განვიხილავთ", - განაცხადა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო