შალვა პაპუაშვილი - გვაქვს არაორდინალური სიტუაცია და ეს სიტუაცია ითხოვს არაორდინალურ გადაწყვეტას - „ევროპელ სოციალისტთა” პოზიციაა, რომ ცესკო-ში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ

გვაქვს არაორდინალური სიტუაცია და არაორდინალური სიტუაცია ითხოვს არაორდინალურ გადაწყვეტას - „ევროპელ სოციალისტთა” პოზიციაა, რომ ცესკო-ში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, „ევროპელი სოციალისტები” საპარლამენტო პარტიაა და სხვა წონა აქვს, ვიდრე იმ პარტიას, ვისაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს.

„ევროპელი სოციალისტები” არიან ხელმომწერნი, როგორც თავდაპირველი მემორანდუმის, რომელიც „მოქალაქეებთან” გავაფორმეთ, ასევე 19 აპრილის შეთანხმების და არიან პარლამენტის წევრები. მათ დააყენეს საკითხი, რომ არიან ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, ამიტომ მიაჩნიათ, რომ უნდა ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი.

გვაქვს არაორდინალური სიტუაცია და არაორდინალური სიტუაცია ითხოვს არაორდინალურ გადაწყვეტებს. ეს არის „ევროპელ სოციალისტთა” პოზიცია, რაც გაგვაცნეს წინა შეხვედრაზე. აქაც ვფიქრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხს, პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელეს, მათ შორის იმაზე, რომ იყოს პროფესიული ნიშნით დანიშნული მოადგილეც, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.

„რამდენიმე ვარიანტია, მაგრამ მთავარი არსი ისაა, რომ არ გვქონდეს სიტუაცია, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეასრულებს, იქნება რაღაც პერიოდში წევრი, რომელიც არის პარტიული”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვისთვის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს წინადადება, რომ ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა ჰქონდეს არა „პატრიოტთა ალიანსს”, არამედ მისგან გამოყოფილი და პარლამენტში შესული დეპუტატების მიერ შექმნილ პარტიას „ევროპელი სოციალისტები”.

ამასთან, იმსჯელეს ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა