"ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი "სინოფარმით" აიცრა

"ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი "ევექსის" კლინიკაში "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

როგორც ნინო ტალიაშვილმა ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, "ევროპის უნივერსიტეტის" თანამშრომლები იმუნიზაციის პროცესში ჩართულები არიან და სხვადასხვა ქალაქებში იცრებიან, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ეს პროცესი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

“დღეს ავიცერი "სინოფარმის" ვაქცინით. ვფიქრობ, ამ პროცესმა აბსოლუტურად ყველა უნდა მოიცვას, რადგან ვაქცინაცია არის აუცილებელი ქვეყანაში პანდემიის დასასრულებლად, აუცილებელია იმისთვის, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რათა სწავლის პროცესმა სრული დატვირთვით კვლავ აუდიტორიებში გადაინაცვლოს. იმ პერიოდისგან განსხვავებით, როცა ვაქცინა სანატრელი იყო მსოფლიოსთვის, ახლა გვაქვს საშუალება და შესაძლებლობა, კოვიდ-19-სგან შექმნილი რეალობა ჩვენ სასარგებლოდ შევცვალოთ. ასე რომ, მოვუწოდებ ყველას, ჩვენ შეგვიძლია, ვაქცინაციით პანდემიის დასასრული დავაჩქაროთ", - განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო