იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმისთვის, რომ ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლის უფლება „პატრიოტთა ალიანსის“ ნაცვლად „ევროპელ სოციალისტებს“ ჰქონდეთ, „პატრიოტთა ალიანსის“ თანხმობა უნდა იყოს საჭირო

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმისთვის, რომ ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლის უფლება „პატრიოტთა ალიანსის“ ნაცვლად „ევროპელ სოციალისტებს“ ჰქონდეთ, „პატრიოტთა ალიანსის” თანხმობა უნდა იყოს საჭირო.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიესალმება იმას, თუ შესაძლებელი იქნება, რომ წარმომადგენლის ყოლის უფლება ორივე პარტიას მიეცეს, მაგრამ თუ ასე ვერ მოხდება, ეს ორი პარტია თავად უნდა შეთანხმდეს.

„მე მივესალმები იმას, რომ წარმომადგენელი ჰყავდეს „პატრიოტთა ალიანსსაც“ და „ევროპელ სოციალისტებსაც”, მაგრამ თუ ეს არ გამოდის, მე ამ კანონის მხარდასაჭერად მოვითხოვდი „პატრიოტთა ალიანსის” თანხმობას. ჩემი აზრით, ეს მუხლი ეხება ორ პოლიტიკურ ძალას - “პატრიოტთა ალიანსს” და “ევროპელ სოციალისტებს”. მე არ მომწონს, როდესაც კანონი კონკრეტული სუბიექტისთვის დგება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რომ არ ყოფილიყო კანონი და ყოფილიყო სხვა ტიპის სამართლებრივი აქტი, ჩემი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, ამ ცვლილების განსახორციელებლად ორივე დაინტერესებული პარტიის შეთანხმება”,- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვისთვის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს წინადადება, რომ ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა ჰქონდეს არა „პატრიოტთა ალიანსს”, არამედ მისგან გამოყოფილი და პარლამენტში შესული დეპუტატების მიერ შექმნილ პარტიას “ევროპელი სოციალისტები”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა