პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებში ერთი მუხლი დაზუსტდა

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 63 მუნიციპალიტეტისათვის 15 ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 15-დან 10 ტენდერში, ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, საკონკურსო პირობების ერთი მუხლი დაზუსტდა და ათივე ტენდერი შესაბამისი პროცედურების დაცვით გრძელდება.

„რაც შეეხება 5 ტენდერს, მათი სატენდერო პროცესის მიმდინარე სტატუსიდან გამომდინარე, დაზუსტება ვეღარ მოხდებოდა. ამიტომ, ეს 5 ტენდერი შეწყდა და უკვე გასწორებული რედაქციით გამოცხადდება თავიდან.

ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პროგრამის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომები უკვე გაიმართა საქართველოს ყველა რეგიონში და შეირჩა მუნიციპალიტეტებში განსავითარებელი არეალები.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო