„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს მომავალ კვირას ვენეციის კომისიაში გააგზავნიან

"ქართული ოცნება" ყველა შემთხვევაში შეიმუშავებს და ოპოზიციურ ჯგუფებს შესთავაზებს ისეთ ვერსიას, რომელიც სამართლიანია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს "საარჩევნო კოდექში" შესატანი ცვლილებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" იქნება გარანტი, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველა წესი, ყველა მიდგომა იყოს სამართლიანი.

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან ვაგრძელებთ შეხვედრებს. ერთ-ერთი საკითხი არის ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი. "ქართული ოცნება" ყველა შემთხვევაში შეიმუშავებს ისეთ ვერსიას და ოპოზიციურ ჯგუფებს შესთავაზებს, რომელიც სამართლიანია. ჩვენი საზოგადოების მოლოდინია, რომ ეს პროცესები დასრულდეს და პარტიები უნდა გადავიდნენ წინასაარჩევნო სამზადისში. "ქართული ოცნება" იქნება გარანტი, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველა წესი, ყველა მიდგომა იყოს სამართლიანი, ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული და ჩვენს საზოგადოებას შევთავაზოთ დამატებითი კომფორტული სერვისები არჩევნების პროცესში. ჩვენ მომავალ კვირას ვენეციის კომისიაში ერთ შემუშავებულ კანონპროექტს გავაგზავნით. პარალელურად ვგეგმავთ სავალდებულო კომიტეტებზე დაიწყოს კანონპროექტის განხილვა და შემდგომ ვენეციის კომისიას დაველოდებით და არ გავიტანთ ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით, ვიდრე არ გვექნება ვენეციის კომისიის საბოლოო პოზიცია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა