ივერი მელაშვილი - კომისია, მათ შორის, მეც და ნატალია ილიჩოვაც, ვიღწოდით, რომ ქვეყნის ინტერესები გაგვეტარებინა

კომისია, მათ შორის, მეც და ნატალია ილიჩოვაც, ვიღწოდით, რომ ქვეყნის ინტერესები გაგვეტარებინა, - ამის შესახებ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მელაშვილი განმარტავს, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებს ბრალდებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

"მოწმეთა გრძელი სიიდან, რომლებიც პროკურატურას გამოკითხული ჰყავს, უმეტესობა წესიერი, პატიოსანი ხალხია. დღეს დაკითხულმა სამმა მოწმემ დაადასტურა ის, რაც იციან, რაც ნახეს, რასაც უყურებდნენ. მათ დაადასტურეს, რომ კომისიაში არ ყოფილა არავითარი სხვა განცდა, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმედგოდ ყოფილიყო ქმედებები მიმართული. პირიქით, ვიღწოდვით კომისია, მათ შორის, მეც და ნატალია ილიჩოვაც, რომ ქვეყნის ინტერესები გაგვეტარებინა",- განაცხდა მელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა