თეონა ჭალიძის განაცხადებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების მზარდი მონაცემების გათვალისწინებით, თავშესაფრებზე მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განაცხადებით, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ხუთი დაწესებულება ფუნქციონირებს.

მისი თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების მზარდი მონაცემების გათვალისწინებით, თავშესაფრებზე მოთხოვნა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ჯამში ბენეფიციართა ლიმიტი 83-ია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 3 თვის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების მომსახურებით ისარგებლა 110-მა ბენეფიციარმა. ოჯახში ძალადობის შემთხვევების მზარდი მონაცემების გათვალისწინებით თავშესაფრებზე მოთხოვნა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, ხოლო შემდეგ ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებენ საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას ბენეფიციართა შესახებ, ჰქონდათ თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი, იღებდნენ თუ არა საარსებო შემწეობას და თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ შეუჩერდათ ან შეუწყდათ თუ არა საარსებო შემწეობა. აღნიშნულ მონაცემებს სამინისტრო არ ამუშავებს. სტატისტიკას არ აწარმოებენ, არც თბილისის მერიასა და რაიონული გამგეობების უმრავლესობაში. კითხვაზე თუ რამდენ ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს გაეწია დახმარება და რა სახის დახმარება იყო ეს, ინფორმაცია მოგვაწოდა მხოლოდ დიდუბის, საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონულმა გამგეობებმა. რაც შეეხება, სხვა გამგეობებს აღნიშნული მიმართულებით სტატისტიკას არ აწარმოებენ“,- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, მერიის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამა, რომლის ბენეფიციარებიც ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები იქნებოდნენ.

„სტატისტიკის არ წარმოება, მიზნობრივი პროგრამის არ არსებობა, მონაცემების არ დამუშავება ვფიქრობ მიუთითებს იმაზე, რომ განსაკუთრებულად მოწყვლად ადამიანებს ყურადღება სათანადოდ არ ექცევათ. მაგალითად საგამონაკლისო წესით ბინის ქირის გადახდა თავშესაფრიდან წამოსული ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებაა და მხარდაჭერაა. ასევე, მნიშვნელოვანია საარსებო შემწეობის შენარჩუნება, თავშესაფარში გადაყვანილი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირისთვის. მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე დაფიქრება, მონაცემების დამუშავება, სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან“,- აღნიშნა თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა